logo_geo
eng_logo
გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

26 აპრილი. 2019. 12:51

 

 

გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. მთის კლდოვან ნაწილზე  ტექნიკის გადაადგილება ვერ მოხერხდა, რის გამოც ალტერნატიული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვილმა მეხანძრე-მაშველებმა, რთული რელიეფის მიუხედავად,  ცეცხლის ღია კერების ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს.

 

მომხდარის შედეგად, დაიწვა 5 ჰა-ზე მეტ ფართობზე არსებული ხმელი ბალახი და ე.წ. ჯუჯა მცენარეები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner