logo_geo
eng_logo
საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა
- +

26 აპრილი. 2019. 12:53

 

 

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე ეწვევა.

 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პასკიე თბილისში 28 აპრილს ჩამოვა.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 29 აპრილს დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, რის შემდეგაც კობახიძე და ლილიან მორი პასკიე პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

 

ამავე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გაემგზავრება. ლილიან მორი პასკიე სოფელ ოძისშიც ჩავა.

 

ამასთან, 30 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდება. დღის მეორე ნახევარში კი, სალომე ზურაბიშვილთან, მამუკა ბახტაძესთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად, სიტყვით გამოვა საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner