logo_geo
eng_logo
ანრი ბიბინეიშვილი: გულწრფელობა მოგვეთხოვება საზოგადოების წინაშე! მერე რომ არ შეგვრცხვეს ან არ იღლიცინოს ბრბომ!
- +

26 აპრილი. 2019. 13:36

 

 

 „არ ვარ ნარკოლიბერალიზაციის მომხრე, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სამწუხაროდ, ქართველებმა არაფერში ვიცით ნორმა და დოზა. ნარკოტიკებს თავი რომ დავანებოთ, ღვინის დალევას რომ შევხედოთ, სუფრაზე, ჯერ ჭიქებით, მერე ყანწებით, მერე კრამიტებით და ა.შ. ბოლომდე იხრჩობა ქართველი სასმელში“, – ეს განცხადება მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ეკუთვნის, იგი დაახლოებით ერთი წლის წინ, ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „თავისუფალი სივრცეს“ სტუმარი გახლდათ.

 

ბიზნესმენი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნარკოლიბერალიზაციას, რამდენიმე დღის წინ სწორედ მისი ავტომობილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 0,5659 გრამი კოკაინი და 0,1921 გრამი ექსტაზი (MDMA) ამოიღო. – ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ჯიბღაშვილის დაკავებიდან ორ დღეში გაავრცელა.

 

ლევან ჯიბღაშვილის ზემოაღნიშნულ განცხადებასა და სამართლებრივი საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ეხმაურება:

 

„ლევან, იქვე უნდა გეთქვა: „ქართველებმა დანდობაც არ ვიცით და რომ დამაკავონ, გაუხარდებათო“.

 

ისეთი კომენტარები ვნახე ლევანის დაკავებაზე, რომ დავრწმუნდი, „ლიჟბი“ ვინმეს რამე დაემართოს ხალხი მრავლობს ქვეყანაში!

 

P.S. ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ გულწრფელობა მოგვეთხოვება საზოგადოების წინაშე! მოსაზრება იქნება ეს თუ ქმედება! მერე რომ არ შეგვრცხვეს ან არ იღლიცინოს ბრბომ!“ – წერს ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ლევან ჯიბღაშვილი 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო განუსაზღვრა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner