logo_geo
eng_logo
„ეს იყო სენსაციური საღამო“ - რობი უილიამსმა საქართველო უკვე დატოვა
- +

28 მაისი. 2016. 02:57



ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა თბილისი უკვე დატოვა.

საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებზე მომღერალმა გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისაუბრა.


 

ეს იყო სენსაციური, წარმოდგენლად თბილი, ნამდვილად გულუხვი საღამო. დაუჯერებელია, მაგრამ ჩემი სიმღერის სიტყვები ყველამ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ მე აქ არასდროს ვყოფილვარ. ძალიან ვღელავდი და შეშინებული ვიყავი, თუმცა ენერგია იყო მაღალი. ქართველი მსმენელი დამეხმარა, რომ შოუ ბოლომდე ენერგიულად დამესრულებინა", - განაცხადა რობი უილიამსმა.



მომღერლის შეფასებით, თბილისში გამართული კონცერტი მისთვის გამოცდილებაა, რომელიც ყოველთვის ემახსოვრება.



საქართველო ძალიან თბილი ადგილია, თბილი ხალხით, სადაც კლიმატი ასევე ძალიან კარგია. წვიმს, მაგრამ თბილა, რაც ლონდონში არ ხდება. მომეწონა ასევე, ქართული სამზარეულო. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა ბრიტანელმა მომღერალმა.



ცნობილი მომღერლის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. კონცერტისთვის 34 ათასი ბილეთი გაიყიდა.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner