logo_geo
eng_logo
ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ
- +

26 აპრილი. 2019. 15:27

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ პირებს სააღდგომო ნობათი გადასცეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და 90 წელს გადაცილებულ პირებს გადაეცათ.

 

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ტარდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner