logo_geo
eng_logo
მეუფე დანიელი: ეს არის დღე, როდესაც ყველამ მადლობა უნდა შესწიროს ღმერთს...
- +

26 აპრილი. 2019. 17:31

 

 

„ეს არის დღე, როდესაც ყველა ადამიანმა კიდევ ერთხელ მადლობა უნდა შესწიროს ღმერთს და იფიქროს, რომ მისი ცხოვრება იყოს ჭეშმარიტების სამსახურში და რომ ცოდვით კიდევ არ დაამძიმოს არც ღმერთი, არც ქვეყანა და არც საკუთარი თავი“, - ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ განუხადა.

 

მეუფე დანიელმა „წითელი პარასკევის“ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იესო ქრისტემ თავისი სიცოცხლის შეწირვით კაცობრიობას სიცოცხლე დაუბრუნა და ეს არის მძიმე მსხვერპლი, რომელიც გაიღო.

 

„დღევანდელი დღე არის გახსენება იმ დიდი საიდუმლოსი, რომელსაც ჰქვია კაცობრიობის გამოხსნა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ. ეს მოხდა მისი ჯვარცმით. იესო ქრისტემ მიიღო სიკვდილი იმისთვის, რომ კაცობრიობა გამოეხსნა მარადიული სიკვდილისაგან, ჯოჯოხეთისაგან. ჩვენ, თავისი სიცოცხლის შეწირვით დაგვიბრუნა სიცოცხლე და ეს არის მძიმე მსხვერპლი, რომელიც გაიღო. ჩვენ ამიტომ გვაქვს ძალიან დიდი გულისტკივილი, რომ ჩვენი ცოდვების გამო ღმერთს დასჭირდა ასეთი მსხვერპლი და ამავე დროს, გვაქვს მადლიერება უფლისადმი, რომ ასეთი სიყვარული გამოავლინა ღმერთმა ადამიანის მიმართ, რომ იგი ადამიანთა ცხონებისათვის ჯვარზე გაეკრა. ეს არის დღე, როდესაც ყველა ადამიანმა კიდევ ერთხელ მადლობა შესწიროს ღმერთს და იფიქროს, რომ მისი ცხოვრება იყოს ჭეშმარიტების სამსახურში და რომ ცოდვით კიდევ არ დაამძიმოს არც ღმერთი, არც ქვეყანა და არც საკუთარი თავი“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner