„საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბოლო რამდენიმე ათწლეულში და ეჭვგარეშეა, რომ მოქმედმა მთავრობამაც მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა“, - ამის შესახებ მარშალის ფონდის მკვლევარმა ჯონათან კაცმა ვაშინგტონში, მარშალის ფონდის და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ჯერ კიდევ რჩება სფეროები, სადაც საჭიროა მეტი ძალისხმევა, როგორიცა სასამართლო რეფორმა და საარჩევნო რეფორმა, ასევე რჩება რიგი სფეროები, რაც კრიტიკულია საქართველოსთვის.
მარშალის ფონდის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრაზე საქართველოში მიღწეულ პროგრესსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემები სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები, საარჩევნო სისტემა და მედიაგარემოს შეფასება იყო.