ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ევრობანკი) 500 ევროს ნომინალის ბანკნოტების გამოშვება შეწყვიტა, იუწყება Bloomberg.
500 ევროს ნომინალის ბანკნოტების ბოლოჯერ გამოშვების შესახებ ინფორმაცია ევრობანკმა 2016 წელს გაავრცელა. 2019 წლის იანვარში ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ 500 ევროს ბანკნოტების გამოშვება შეწყვიტა.
ევროზონის ქვეყნებში, მხოლოდ ავსტრია და გერმანია ბეჭდავდა 500 ევროს ბანკნოტებს სპეციალური ნებართვით.
ბეჭდვის შეჩერების მიუხედავად, 500 ევროს ბანკნოტების გამოყენება არ იზღუდება.