logo_geo
eng_logo
ქართველი მეზღვაურები დაბრუნდნენ
- +

26 აპრილი. 2019. 22:19

 

 

ქართველი მეზღვაურები რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიიდან დაბრუნდნენ, თუმცა მათ სარფის საბაჟო ხმაურით დატოვეს.

 

მანუჩარ კეკელიძის განცხადებით, მას პრობლემები საზღვარზე ქართულ მხარესთან შეექმნა. მისი თქმით, მებაჟეებს კითხვები ჰქონდათ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა გახდა უკმაყოფილების მიზეზი.

 

„უაზროდ გამაჩერეს. რაღაც შეკითხვები დამისვეს, პასპორტზე ბეჭდებს ამოწმებდნენ. მებაჟემ ფოტო გადაუღო ჩემს პასპორტს და ვიღაცას WhatsApp-ით გადაუგზავნა, ლიბიიდან გამოგვიშვეს და აქ რაღაც პრობლემებს მიქმნიან", - განაცხადა მანუჩარ კეკელიძემ.

 

მეზღვაურებს სარფში ოჯახის წევრები და ნათესავები ელოდებოდნენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ საბაჟოზე მეზღვაურებს მთავრობიდან და საგარეო საქმეთა სამინიტროდან არავინ დახვდათ.

 

რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე, ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის საქმის გამო ვერ ტოვებდნენ ქვეყანას. მისი განმარტებით, ლიბიის საგამოძიებო უწყებამ გადაწყვიტა, რომ ეკიპაჟის 18 წევრი, მათ შორის ორი წევრი საქართველოდან, გაუსვლელობის პირობით გაჩერებულიყვნენ ლიბიაში.

 

დავით რაზმაძე ლიბიაში 21 იანვარს იპოვეს გარდაცვლილი. ის ნაოსნობისას დაიკარგა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner