logo_geo
eng_logo
ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი 4%-ით დაეცა
- +

27 აპრილი. 2019. 00:28

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, ნავთობის ფასი ერთბაშად 4%-ით შემცირდა და ბარელზე $71,9 შეადგინა, წერს გამოცემა - CNBC.

 

ტრამპმა განაცხადა, რომ დარეკა OPEC- ში  (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) და ნავთობზე ფასების დაწევის შესახებ მოუწოდა.

 

გასულ კვირას ნავთობის ფასი წლის მაქსიმუმს გაუტოლდა. ფასის ცვლილება სასაქონლო ბირჟებზე ვაშინგტონის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, აშშ-მა ირანული ნავთობის იმპორტიორებისთვის შეღავათები გააუქმა - წერს reuters-ი. 

 

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ნაბიჯების მიუხედავად, მსოფლიო ბაზარი ირანიდან ნავთობის ექსპორტის პრობლემას გაუმკლავდება, რადგან სხვა მომწოდებლებს ნავთობის საკმარისი მარაგები აქვს. ოპტიმისტურადაა განწყობილი აშშ-ის ბანკი Goldman Sachs-ი. 

 

დღეს ბრენტის მარკის ნავთობი 0,65 %-ით გაძვირდა და ბარელზე $74,52 გაუტოლდა. ასევე გაძვირდა მსუბუქი ნავთობიც 0,73%-ით და ბარელზე ფასმა $66,03 შეადგინა.

 

BBC-ის ცნობით, აშშ გეგმავს გაუუქმოს შეღავათები ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას და თურქეთს. 2019 წლის 2 მაისიდან ამ ქვეყნებზე ფინანსური სანქციები გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ირანული ნავთობის იმპორტს განახორციელებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner