„ხურდა მიაწოდა გამყიდველს, სააღდგომოდ 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო“, - თბილისში მომხდარი შემთხვევა, რომელიც აგატირებთ.
„გუშინ დილით ბებო შემხვდა ჩემი უბნის მარკეტში, ხურდას თვლიდა კვერცხი და პასკა უნდა ვიყიდოო სააღდგომოდო... რომ შევხედე აბათ 3-4 ლარამდე ხურდა ექნებოდა ხელში, რიგი დავუთმე რაზეც დიდი მადლობა გადამიხადა და გამყიდველს სთხოვა 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო... სამწუხაროდ არ ჰყოფნიდა ფული ამ ყველაფრისთვის და გამყიდველს უთხრა კვერცხი დამაკელი ჩემ მეუღლეს პასკა უყვარსო და რომ არ მივუტან გაუხარდებაო, თან თვალებზე ცრემლი ჩამოვარდა და ამას დააყოლა ნაღვლიანად, პენსია სულ წამლებზე დამეხარჯა და მაღაზიაში ვალი დავუბრუნე, იმათ კი მითხრეს ნისიად ვეღარ მოგცემთო... ამ დროს ჩემს უკან 2 ადამიანი იდგა ახალგაზრდა ბიჭი და მეორე ასაკოვანი კაცი, ყველას ცრემლები მოგვადგა თვალებზე და დაუფიქრებლად ყველამ დახმარება გადავწყვიტეთ მოხუცისთვის. მე მოხუცს 2 პასკა და 20 კვერცხი ვუყიდე, მადლობა ღმერთს ამის ფული მქონდა იმ დროს... ასაკოვანმა კაცმაც რაც შეეძლო მცირედით მაკარონი და ზეთი შეუძინა... ბიჭმა კი, რომელსაც საოცრად კეთილი სახე ჰქონდა ტკბილეული უყიდა და 50 ლარიანი მისცა ბებო ამით რაც დაგჭირდება ის შეიძინეო, ამაზე ბებომ იუარა არ ართმევდა ფულს, რაზეც ბიჭმა მიუგო "მეც დავბერდები და არავინ იცის როგორი სიბერე მექნებაო, გამომართვით ეს ჩემთვის არაა ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი და თქვენთვის ბევრს ნიშნავსო" ბებოს ცრემლები მოადგა და ბიჭს ჩაეხუტა, ღმერთმა შენნაირი ახალგაზრდები ამრავლოსო... ბიჭმა ეს ყველაფერი ცელოფნებში ჩაალაგებინა გამყიდველს და სახლამდე მიუტანა ბებოს ეს ყველაფერი... ეს დღე არ დამავიწყდება, ის ცრემლები რომელიც ბებომ სიხარულისგან განიცადა და ჩვენ კიდევ სიკიეთის კეთებით... გააკეთეთ სიკეთე ეს თქვენ გაგაბედნიერებთ და დღეს გაგილამაზებთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენით შეძლებთ დახმარებას, მთავარია ეცადოთ და მცირედიც საკმარისი იქნება“.
წყარო: იტარ.ჯი