აშშ-ის პრეზიდენტმა იარაღით ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ინდიანაპოლისში აშშ-ის მსროლელთა ეროვნული ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, გადაწყვეტილების მიზანი ამერიკელების უფლებების დაცვაა, შეთანხმებას კი არასწორი უწოდა.
იარაღით ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება ძალაში 2014 წლის 24 დეკემბერს შევიდა და ის მსოფლიოში იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგაა მიმართული. მას მხარი გაეროს 154-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
აშშ-მ შეთანხმებას მხარი ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას მოაწერა, თუმცა დოკუმენტის რატიფიკაცია არ მომხდარა.