საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები არაპროდუქტიულია.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ცივი ომის რიტორიკა და სანქციები არაპროდუქტიულია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დიალოგი", - განაცხადა ალექსის ციპრასმა.
კრემლის ლიდერი ოფიციალური ვიზიტით ათენში იმყოფებოდა. პუტინმა ციპრასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ყირიმის სტატუსის შესახებ საკითხი დახურულია და მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით აღარ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირში უახლოეს მომავალში მიიღებენ გადაწყვეტილებას.