იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან. აღდგომის ტაძარში ათასობით მომლოცველი, მათ შორის ქართველი მორწმუნეები იმყოფებიან.
წესის მიხედვით, მართლმადიდებელი პატრიარქი იესო ქრისტეს საფლავზე აგებულ სამლოცველოში, კუვუკლიაში შევა და საფლავი დაიხურება. მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები და ისრაელის პოლიციის წარმომადგენლები გაჩხრეკენ.
ცეცხლს მომლოცველები საქართველოში ღამით ჩამოაბრძანებენ და სააღდგომო ლიტურგიის დროს ტაძრებში გავრცელდება.