logo_geo
eng_logo
შსს ვანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

27 აპრილი. 2019. 16:10

 

„მიმდინარე წლის 27 აპრილს, ქ. ვანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვიან ღამით, პოსტის დაწერიდან რამდენიმე წუთში, პოლიციამ 112-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სსკ-ის 1261-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შეტყობინების ინიციატორი ოჯახის არც ერთი წევრი არ ყოფილა. შეტყობინება გარეშე პირმა განახორციელა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიების ფარგლებში, მიმდინარეობს გამოკითხვები, უკვე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ბავშვის, ისე მისი დედის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი თ.მ.-ს გამოძიების დაწყებისთანავე დაუკავშირდა შესაბამისი დახმარების შეთავაზების მიზნით.

 

აღსანიშნავია, რომ თ. მ-სა და მისი ყოფილი მეუღლის ოჯახებმა 2017 წელს პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს. აქედან არცერთი ფაქტი არ ეხებოდა არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას.

 

პოლიციამ ყველა ფაქტზე მოახდინა რეაგირება და დაიწყო გამოძიება, მათ შორის, რამდენიმე პირი მიეცა პასუხისგებაში.

 

2018 და 2019 წლებში, თ. მ.-სა და მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, აგრეთვე ოჯახების სხვა წევრთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციაში შეტყობინება არ შემოსულა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს აღნიშნული საქმის გამოძიების მონიტორინგს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს დანაშაულის შესახებ დროულად შეატყობინონ პოლიციას, რათა პოლიციამ შეძლოს სათანადო რეაგირება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner