ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა, ორი ადამიანი კი, დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე, სავალი გზიდან გადავარდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.