სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
კითხვაზე, რატომ ვრცელდებოდა განსხვავებული ინფორმაცია მკვლელის დაკვების შესახებ, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო არსებობს.
„ინფორმაცია ზუსტი არ გვაქვს, ინტერპოლის აღრიცხვაზე თუ იქნება, როგორც კი ინტერპოლის არეალში მოჰყვება და რომელიმე სახელმწიფოს საზღვარი გადალახა, ინტერპოლი დაიწყებს ძებნას, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ პასუხი არ გვაქვს. ნებისმიერი ფორმა, ნებისმიერი მეთოდი ამ ადამიანის დაკავებისთვის არის გამართლებული. სხდომაზე ითქვა, რომ არ ადასტურებენ დაპატიმრებას. „არ ადასტურებენ"-სა და „არდაპატიმრება"-ს შორის დიდი განსხვავებაა. ითქვა, რომ საქმე აღძრა ე.წ. სამხედრო პროკრუატურამ, ხოლო სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ გალის დღევანდელ შეხვედრაზე. პასუხებში ჩანს გარკვეული გამოსავლის დატოვების მცდელობები. როცა პოლიტიკაში ვართ და დაინტერესებულები ვართ, რომ გამოძიება დასრულდეს მკვლელის დასჯით, კეთილი უნდა ვინებოთ და ეს გამოსავლები დავინახოთ. თუმცა, ჩვენ ვხედავთ შუალედურ ვარიანტს, რომ ეძებენ გამოსავალს.
საკუთარი ინფორმაციის წყაროებიდან გამომდინარე, მაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ აფხაზები გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს არ დახურავენ, არ მიაჩუმათებენ და ამ ეჭვმიტანილს, მკვლელია, მაგრამ მაინც ეჭვმიტანილს, არ დამალავენ და არ გააპარებენ. მათ ინტერესებში არ არის, რომ მომატყუონ, რომ მომატყუონ, რას მიაღწევენ? ნდობა გაწყდება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.