logo_geo
eng_logo
პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზები გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს არ მიაჩუმათებენ
- +

28 მაისი. 2016. 11:19


სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება.


კითხვაზე, რატომ ვრცელდებოდა განსხვავებული ინფორმაცია მკვლელის დაკვების შესახებ, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო არსებობს.



ინფორმაცია ზუსტი არ  გვაქვს, ინტერპოლის აღრიცხვაზე თუ იქნება, როგორც კი ინტერპოლის არეალში მოყვება და რომელიმე სახელმწიფოს საზღვარი გადალახა, ინტერპოლი დაიწყებს ძებნასთუმცა ამ მიმართულებით ჯერ პასუხი არ გვაქვს. ნებისმიერი ფორმა, ნებისმიერი მეთოდი ამ ადამიანის დაკავებისთვის არის გამართლებული. სხდომაზე ითქვა, რომ არ ადასტურებენ დაპატიმრებას. „არ დასტურებე"-სა დაარდაპატიმრება"-ს შორის დიდი განსხვავებაა. ითქვა, რომ საქმე აღძრა .. სამხედრო პროკრუატურამ, ხოლო სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ გალის დღევანდელ შეხვედრაზე. პასუხებში ჩანს გარკვეული გამოსავლის დატოვების მცდელობები. როცა პოლიტიკაში ვართ და დაინტერესებულები ვართ, რომ გამოძიება დასრულდეს მკლელის დასჯით, კეთილი უნდა ვინებოთ და ეს გამოსავლები დავინახოთთუმცა, ჩვენ ვხედავთ შუალედურ ვარიანტს, რომ ეძებენ გამოსავალს.

საკუთარი  ინფორმაციის წყაროებიდან გამომდინარე, აქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ აფხაზები გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს არ დახურავენ, არ მიაჩუმათებენ და ამ ეჭვმიტანილს, მკვლელია, მაგრამ მაინც ეჭვმიტანილს, არ დამალავენ და არ გააპარებენ. მათ ინტერესებში არ არის, რომ მომატყუონ, რომ მომატყუონ, რას მიაღწევენ? ნდობა გაწყდება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner