logo_geo
eng_logo
ზაზა სარალიძე: მიცვალებულის სახელით მანიპულირება ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია...
- +

27 აპრილი. 2019. 22:37

 

 

„მიცვალებულის სახელით მანიპულირება ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია“, - აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„38 წლის ვიყავი, როცა ჩემი შვილი მოკლეს და ჩემი ცხოვრებაც იმ მომენტში დასრულდა. ვისაც რა უნდა, ის ილაპარაკოს და დაე, ტალახიც მესროლონ. ფაქტია, რომ ჩემი შვილის ტრაგედიის შემდეგ ჩემმა ბრძოლამ ქვეყანაში მართლაც ბევრი რამ შეცვალა, ბევრი ახალი კანონი შემოიღეს, რაღაცეები გაამკაცრეს. დაე, ჩემი შვილი იყოს ბოლო მსხვერპლი და მისი სულის საოხად, ჩემი ბრძოლის შედეგად იმას მივაღწიო, რომ ბავშვებმა ერთმანეთი აღარ დახოცონ!

 

კუპრავას წლების განმავლობაში ვიცნობდი- ჩემი უახლოესი მეგობრის ნათესავი გახლავთ. აქამდე მართლა არ მაინტერესებდა, რა მიზანი ექნებოდა პარტიას, რომელიც თანადგომას გამომიცხადებდა, მიმაჩნდა, რომ მთავარია, მიზანს მივაღწიო და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დამეხმარება- მეთქი. როგორც ჩანს, ამაზეც უნდა დავფიქრებულიყავი. მიცვალებულის სახელით მანიპულირება ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია. რაც შეეხება გავლენას, დამეფიცება, რომ ზვიად კუპრავას ჩემთვის არ დაუძალებია, რამე მეთქვა. სხვა საკითხია, რომ საზოგადოებამ, მაინც ასე დაინახა“,- აღნიშნავს ზაზა სარალიძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner