logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
- +

28 აპრილი. 2019. 01:37

 

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

 

იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია.

 

ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე 27 აპრილს, თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა. აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეებისთვის 48-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც წელს 11 მარტს დაიწყო. აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და მართლმადიდებელ მრევლს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლება.

 

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner