სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეს უნდა ამოქმედდეს.
„BBC"-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა სირიის მომავლისთვის კრიტიკული იქნება. მისი თქმით, სირიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ.
ობამა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ავიაიერიშები.