logo_geo
eng_logo
თბილისის ზოოპარკი საჩუქრად 22 ცხოველს მიიღებს
- +

28 მაისი. 2016. 11:40


თბილისის ზოოლოგიური პარკი ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული ცხოველების მეორე ნაკადს მიიღებს. 7 სამხრეთ ამერიკული კოატი, 2 ინდური მაჩვზღარბა და 10 ზოლებიანი მანგუსტი დუისბურგის ზოოპარკიდან (გერმანია), ხოლო 3 ლურჯი გნუ პლანკენდეილის ზოოპარკიდან (ბელგია) ჩამოვა. ცხოველები 30 მაისს, ორშაბათს, გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან. ზოოპარკის ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე მზადაა.



თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის" (EAZA) წევრობის კანდიდატია. ინიციატივას, სტიქიით დაზარალებული თბილისის ზოოპარკის კოლექციის შევსებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალი ზოოპარკი გამოეხმაურა. კოლექციის შევსების გეგმა EAZA-ს მენტორთან ერთად მომზადდა. პირველი ეტაპისთვის შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.



წყალდიდობის შემდეგ ევროპის ზოოპარკებმა აქტიური კამპანია დაიწყეს თბილისის ზოოპარკისთვის ცხოველებისა და მათი ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჩვენი მენტორიევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციიდან" -ნი მარიო ჰოდემეკერი და -ნი იოზი კოკი ფონდალერტისიდან". უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს ევროპელ კოლეგების დახმარებისთვის. როგორც იცით, რიგის ზოოპარკმა უკვე გამოგვიგზავნა საჩუქრად 7 ცხოველი. ახლა 22 ახალი ბინადარი შემოგვემატება. მათ დასაბინავებლად ყველაფერი მზადაა. გარდა ამისა, ვასრულებთ ვოლიერების მშენებლობას იმ ცხოველებისთვის, რომლებსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ", - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.



შემდეგ ეტაპზე თბილისის ზოოპარკი ჰამადრილებს, მაკაკებს, ვალაბებს, ტაპირებს, დეგუებს, ემუებს, ფაფრიან ცხვრებსა და ხალებიან ირმებს ელოდება ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ზოოპარკებისგან.



თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლები ახალი ცხოველების მონახულებას 30 მაისიდან შეძლებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner