ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრის შედეგად, ესპანეთის მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატის - კონგრესის 350 წევრს და 208 სენატორს აირჩევენ.
ხმის მიცემის უფლება 36 მილიონ მოქალაქეს აქვს. მათგან 2 მილიონი საზღვარგარეთ ცხოვრობს. არჩევნების დროს უსაფრთხოებას 92 ათასი პოლიციელი დაიცავს.
არჩევნები ესპანეთში 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნებია, რომელსაც ესპანეთი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ატარებს.