logo_geo
eng_logo
რომის პაპმა ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მყოფ მიგრანტებს 500,000 დოლარი გადაურიცხა
- +

28 აპრილი. 2019. 14:39

 

 

რომის პაპმა ფრანცისკემ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მყოფ მიგრანტებს $500,000 გადაურიცხა. ამის შესახებ ABC წერს.

 

თანხა 27 პროექტის განხორციელებაზე დაიხარჯება. ამ პროექტების ფარგლებში კი დაგეგმილია მექსიკაში ჰონდურასიდან, სალვადორიდან და გვატემალიდან ჩასული მიგრანტების დახმარება. კათოლიკური ეკლესია მათ პირველადი დანიშნულების საგნებით, მედიკამენტებითა და საკვებით უკვე ეხმარება.

 

პაპმა ფრანცისკემ გააკრიტიკა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე კედელი ააშენოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner