logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჯაბელიას ოჯახს რუსეთმა თანხა მალე გადაუხადოს
- +

28 მაისი. 2016. 11:46


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მანანა ჯაბელიას საქმეზე საქართველოს მთავრობა იყო ჩართული მესამე მხარედ, მოპასუხე გახლდათ რუსეთი და „ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელი შევუწყვეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ დამტკიცებულიყო ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქის უფლებების დარღვევის ფაქტი".



სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ის თანხა, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს დააკისრა, რაც შეიძლება მალე იქნას გადახდილი ოჯახისთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.



მისი თქმით, ჯაბელიას და სხვების ინდივიდუალურ საჩივრებზე გადაწყვეეტილების მიღება იქნება პრეცედენტულ სასამართლოში, რაც უფრო ადვილი და სასიხარულოა.



სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ,  რუსეთს 2006 წელს მასობრივი დეპორტაციის დროს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახისთვის 70 000 ევროს გადახდა დააკისრა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner