logo_geo
eng_logo
„სანდეი ტელეგრაფი“: „ისლამური სახელმწიფო“ აზიისა და აფრიკის კურორტებზე თავდასხმას გეგმავს
- +

28 აპრილი. 2019. 16:06

 

 

„ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები შესაძლოა, აზიისა და აფრიკის კურორტებს დაესხნენ თავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „სანდეი ტელეგრაფი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ტერორისტებმა სხვადასხვა კურორტზე იერიში შესაძლოა, შრი-ლანკაზე მოწყობილი აფეთქებების მსგავსად მიიტანონ.

 

გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტად საფრთხე ინდოეთს, მალდივის კუნძულებს, კენიას და ტანზანიას ემუქრება. „სანდეი ტელეგრაფთან“ საუბრისას უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები, რომლებმაც სირია და ერაყი დატოვეს, მთელს მსოფლიოში გაიფანტნენ და ახლა სტრატეგიად კურორტებზე თავდასხმა აირჩიეს.

 

შეგახსენებთ, 21 აპრილს შრი-ლანკაზე თავდასხმების შედეგად 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner