რომის პაპმა ფრანცისკემ მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
პაპმა ფრანცისკემ მართლმადიდებელ მორწმუნეებს წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული გამოსვლისას მიმართა.
„გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც აღდგომას, იულიუსის კალენდრით, დღეს აღნიშნავენ. ღმერთმა მოგცეთ გამარჯვება და მშვიდობა“, - განაცხადა რომის პაპმა.