logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი საფრანგეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს
- +

28 აპრილი. 2019. 18:49

 

 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს.

 

France24-ის ინფორმაციით, ერდოღანის უკმაყოფილება საფრანგეთში „სომეხთა გენოციდის ხსოვნის სახელმწიფო დღის“ პირველად აღნიშვნას მოჰყვა.

 

„საფრანგეთში მცხოვრები 700 ათასი სომხისთვის „მესიჯის“ გაგზავნა ვერ გადაგარჩენთ, ბატონო მაკრონ“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, მმართველის პარტიის შეკრებაზე.

 

„პირველ რიგში, პოლიტიკაში პატიოსნება უნდა ვისწავლოთ. თუ ეს არ შეგიძლია, ვერ გაიმარჯვებ“, - თქვა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ მისი ხედვა საფრანგეთის პრეზიდენტს პირისპირ შეხვედრის დროსაც არაერთხელ გააცნო.

 

ემანუელ მაკრონმა თებერვალში მიიღო გადაწყვეტილება, ოფიციალურად აღენიშნათ პირველი მსოფლიო ომის დროს ოტომანთა იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის წლისთავი.

 

მრავალი ისტორიკოსი და არაერთი ქვეყანა გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას.

 

თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.

 

სომეხი მოსახლეობის გენოციდის დღედ 1915 წლის 24 აპრილი ითვლება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner