logo_geo
eng_logo
ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერობის კანდიდატი ენგურის ხიდზე
- +

28 აპრილი. 2019. 21:25

 

 

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ, სადაც სოფელ რუხში და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ და მიმდინარე გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

 

„ჩემი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობის სოციალური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება იქნება. ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით უნდა შევძლოთ, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ მათი პრობლემების მოგვარება.

 

ასევე, საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნისთვის სამეგრელოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას", - განაცხადა მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner