logo_geo
eng_logo
დავით გარეჯამდე მისასვლელი გზა გაიხსნა, მონასტერში სააღდგომო ლიტურგია აღევლინა
- +

28 აპრილი. 2019. 21:50

 

 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, სასულიერო პირებისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის უდაბნოს მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა. კერძოდ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილამდე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ ისევ დისკუსიის საგანია.

 

დავით გარეჯის მამათა მონასტერსა და აღდგომის მონასტერში, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ღამის 12:00 საათზე დაიწყო და დილამდე გაგრძელდა.

 

მანამდე მონასტრამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილი იყო. ვის ტერიტორიაზე მდებარეობს უდაბნოს მონასტერი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია - ამ საკითხზე დავა მას შემდეგ განახლდა, რაც 22 აპრილს უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ და აქ მოკლე ბილიკის გაყვანა გადაწყვიტეს.

 

სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მყოფ ტურისტებს, მომლოცველებს და ბერებს მათ უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს. ინფორმაცია თავდაპირველად დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა გაავრცელა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას ესაუბრა.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ და გზის გადაკეტვა ყველასთვის მოულოდნელად გადაწყვიტეს. ასე იყო 2012 წლის 6 მაისსაც, როდესაც გიორგობის დღესასწაულზე, გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩდნენ. ისინი აჩერებდნენ და უკან აბრუნებდნენ ტაძრისკენ მიმავალ ტურისტებსა და მომლოცველებს. მას შემდეგ დაუდგენელი საზღვრის პრობლემამ რამდენჯერმე იჩინა თავი.

 

კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი, საქართველო-აზერბაიჯანის 450-კილომეტრიანი საზღვრის იმ მონაკვეთშია, რომლის დელიმიტაცია-დემარკაცია ჯერ დასრულებული არ არის. იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხზე ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისია ჯერ კიდევ 1996 წელს შეიქმნა.

 

22 აპრილის ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა ლეილა აბდულაევამ გაავრცელა განცხადება, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციას.

 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექს  საუკუნეების განმავლობაში ქართული სასულიერო და საგანმანათლებლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. საქართველოში არსებობს თქმულება, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მოლოცვა, იერუსალიმის წმინდა ადგილების მოლოცვის ტოლფასია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner