მწერალმა რეზო მიშველაძემ „რეზონანსთან" საუბრისას კორცხელში „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
კითხვაზე, დაისჯებიან თუ არა კორცხელის ინციდენტში დამნაშავე პირები, მიშველაძემ განაცხადა, რომ აქ სასამართლოს გასარჩევი არაფერია, რადგან არავინ იყო ისე ნაცემი და დასახიჩრებული, რომ სასამართლოს მსჯელობის საგნად იქცეს.
„გუშინდელმა ინციდენტმა მომაგონა ის შემთხვევა, როდესაც მმართველი კლანი უმცირესობა იყო და როგორ უსწორდებოდნენ მათ. თქვენ თუ გახსოვთ, კალაძეს როგორ დაუშინეს ქვები. ჩემთვის, რომელმაც ტელევიზიით ვნახე ეს ყველაფერი, ძალიან ძნელი გასარჩევი იყო, ვინ ვის ურტყამდა. სხვათა შორის, როდესაც ეს ინციდენტი დასრულდა, ტელევიზიით მშვენივრად გამოდიოდნენ ბოკერიაც და ნიკა მელიაც. ნაცემობა და დაჟეჟილობა მათ არ ეტყობოდათ. თუ ბიძინა ივანიშვილმა გამლახავები სპეციალურად ჩაიყვანა იქ, მაშინ უფრო სავალალო სურათს მივიღებდით. ასე რომ, აქ სასამართლოს გასარჩევი არაფერია, არავინ იყო ისე ნაცემი და დასახიჩრებული, რომ სასამართლოს მსჯელობის საგნად იქცეს", - აცხადებს რეზო მიშველაძემ.