აშშ-ის ყოფილი სენატორი, რესპუბლიკელი რიჩარდ ლუგარი 87 წლისა გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო ინდიანის წარმომადგენელი სენატორი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი ორგანიზაციის, "ლუგარის ცენტრის" განცხადებით, ის ქრონიკული პოლინევრიტით გარდაიცვალა, დაავადება, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებს.
ლუგარი იყო რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ბირთვული შეიარაღების შემცირების პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი.