აღმოსავლეთ გერმანიაში, ავტობანზე 50-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. მასობრივი ავტოავარია ქალაქების, ზულისა და მაინინჰენის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ავტოავარიის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება ექვსმა ადამიანმა მიიღო, ხოლო 25 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულების ევაკუაციისთვის ორი ვერტმფრენი მუშაობდა.
ბოლო ინფორმაციით, საავადმყოფოებში 18 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის 7 ბავშვია. მასობრივი ავარიის მიზეზად უამინდობა სახელდება, სეტყვისა და ნისლის გამო გზაზე მოცურების საფრთხე შეიქმნა.