გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 40 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამამ შვილი მოკლა. „პირველი არხის“ ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური შელაპარაკება.
მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
მამაკაცის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.