logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: რიჩარდ ლუგარი საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი იყო
- +

29 აპრილი. 2019. 12:49

 

ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

 

„ვგლოვობთ სენატორ რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო, რომელიც საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი იყო. მისი ცხოვრება – მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დიდი საზოგადო მოღვაწე და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი. მისი მემკვიდრეობაა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და მეტი უსაფრთხოება – საქართველო ამის გამო მისი მადლიერია“, - წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ Twitter-ში.

 

ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომელიც სენატში რესპუბლიკურ პარტიას 1977-2013 წლებში წარმოადგენდა, გუშინ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

მისი სახელობისაა საქართველოში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner