ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რომ მოგვარდეს კონფლიქტი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ადამიანებს შორის დამყარდეს კონტაქტი, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიან მორი პასკიემ, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ევროსაბჭო მხარს უჭერს საქართველოს კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ნაბიჯები გადაიდგას უკეთესობისკენ.
„ევროსაბჭო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ინსტიტუციებს ასევე ისეთ საკითხებში, როგორიცაა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ჩვენ გავაგრძელებთ ძიებას იმ გზების, რომ მოგვარდეს კონფლიქტი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, განსაკუთრებით ადამიანებს შორის დამყარდეს კონტაქტი. მაქვს შესაძლებლობა, უფრო მეტი რამ გავიგო და გადაიდგას ნაბიჯები უკეთესობისკენ"- განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.