logo_geo
eng_logo
შრი-ლანკაში სახის დაფარვა აიკრძალა
- +

29 აპრილი. 2019. 15:08

 

შრი-ლანკის პრეზიდენტმა მაიტრიპალა სირისენამ კუნძულზე მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ, ხელი მოაწერა ბრძანებას ისეთი სამოსის აკრძალვის შესახებ, რომელიც ადამიანს სახეს უფარავს.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების ზომის სახედ და სამართალდამცველი ორგანოების მუშაობის გასამარტივებლად. აკრძალვა ძალაში 29 აპრილიდან შევიდა.

 

როგორც ცნობილია, 21 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე 8 აფეთქება მოხდა, რასაც 250-260 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, შრი-ლანკაში ამ დაჯგუფების 130-140 წევრი იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner