logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი პუტინს პასუხობს: ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, ახლად გამომცხვარო ტროლო, ჩვენ უკრაინელებთან თავად გავერკვევით
- +

29 აპრილი. 2019. 16:40

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. კერძოდ, სააკაშვილის განცხადებით, ეს ის პუტინია, რომელიც 2017 წლის დეკემბერში პრესკონფერენციაზე ითხოვდა მის უკრაინიდან გაძევებას, რაც პოროშენკომ ერთი თვის შემდეგ გააკეთა.

 

„ზუსტად ვიცი, რომ სწორედ პუტინმა მოსთხოვა პოროშენკოს, არ მივეწვია ინაუგურაციაზე 2014 წელს, დღეს კი მისი წარმომადგენლები შუამავლების მეშვეობით ზელენსკისგან კატეგორიულად მოითხოვენ, არათუ იმას, რომ მოქალაქეობა არ დამიბრუნონ, არამედ იმას, რომ არ შემიშვან უკრაინაში. ასეთივე მოთხოვნა პუტინმა წაუყენა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამას განიხილავდა ის 2016 წელს პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრისას. ასე რომ, ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, ახლად გამომცხვარო ტროლო, ჩვენ უკრაინელებთან თავად გავერკვევით“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

 

უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პუტინის გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელიც უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესით დარიგებას ითვალისწინებს, განაცხადა, რომ უკრაინა მიანიჭებს თავისუფლებას და დაეხმარება ყველას, „ ვისაც სურვილი ექნება ჩვენ გვერდით იბრძოლოს ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“.

 

საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სამართლიანი იქნებოდა, უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის პასპორტი დაებრუნებინა.

 

„რაც შეეხება თავისუფლებებს, ამ კუთხით სჯობს რუსეთიდან კი არა, ქართველებით ან ყოფილი ქართველებით დაიწყოთ. მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა უკრაინის პასპორტის დაბრუნება ადამიანისთვის, რომელიც წარსულში ქართველი იყო, დღეს კი თავს უკრაინელად მიიჩნევს. ვგულისხმობ მიხეილ ნიკოლოზის-ძე სააკაშვილს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner