logo_geo
eng_logo
პუტინი ვლადიმირ ზელენსკის ურჩევს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს
- +

29 აპრილი. 2019. 17:12

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ურჩია, ადამიანის უფლებების აღდგენა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილით დაიწყოს და მას მოქალაქეობა დაუბრუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

 

„რაც შეეხება თავისუფლებას, ეს სჯობს დავიწყოთ არა რუსეთიდან, არც რუსებიდან, არამედ ქართველებიდან ან ყოფილი ქართველებიდან. მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა, თუ უკრაინის პასპორტს დაუბრუნებენ ადამიანს, რომელიც ადრე ქართველი იყო, ახლა კი თავს უკრაინელად თვლის, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

პუტინმა ასევე გაიხსნება უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადება, სადაც მან მზაობა გამოთქვა, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭოს და განაცხადა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინას და რუსეთს ბევრი რამ აქვთ საერთო და მათ შეთანხმება შეუძლიათ.

 

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ორივე ქვეყნის მოსახლეობა ორმაგი მოქალაქეობით სარგებელს ნახავს.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში 2018 წლის თებერვალში გააძევეს. მას 2021 წლამდე უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner