გუშინ საღამოს, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი ცნობით, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში. დაშავებულია ორი ადამიანი.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.