logo_geo
eng_logo
კრისტინ ლაგარდი საქართველოში ვიზიტის დროს სალომე ზურაბიშვილსა და მამუკა ბახტაძეს შეხვდება
- +

29 აპრილი. 2019. 18:18

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი 16-21 მაისს ყაზახეთს, უზბეკეთსა და საქართველოს ეწვევა

 

როგორც პირველი არხის კითხვის საპასუხოდ ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწემ, მარკ ჰორტონმა განაცხადა, თბილისში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან.

 

რაც შეეხება რეგიონული ტურნეს ფარგლებში განსახილველ თემებს, საუბარი იქნება ინკლუზიური ზრდის მიღწევაზე, სახელმწიფოებს შორის ინტეგრაციაზე, გამჭვირვალობასა და მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

მარკ ჰორტონის თქმით, განხილვის ერთ-ერთი საკითხია ინიციატივის „ერთი სარტყელი-ერთი გზა“ ფარგლებში ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორი საქართველოს პირველად ესტუმრება.

 

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი“ პროგრამა მიმდინარეობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner