ჭიათურაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა.
როგორც „პირველი არხის“ ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა გუშინ მოხდა. მძღოლს ავტომობილი დაუგორდა, რომლის დროსაც ბავშვს დაეჯახა. 13 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
ამასთან, შემთხვევიდან რამდენიმე საათში ავტომობილის მძღოლიც გარდაიცვალა, რომელიც 83 წლის იყო. ადგილზე ვარაუდობენ, რომ ის ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.