2019 წელს მოსკოვი „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე უცხოელი ლიდერების ჩამოსვლას არ ელოდება, - ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, 2019 წელს სამხედრო აღლუმზე კრემლს არც ერთი უცხოელი ლიდერი არ მიუწვევია.
2018 წელს აღლუმს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ესწრებოდნენ, 2017 წელს - მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი, 2016 წელს კი - ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი.
2015 წელს, დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მოსკოვში 30-მდე უცხოელი ლიდერი ჩავიდა.