logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

29 აპრილი. 2019. 21:38

 

ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს.

 

„გარდაიცვალა ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი – მსოფლიოსთვის ძლიერი სახელმწიფო მოღვაწე და თავისუფლების მხარდამჭერი. საქართველო გლოვობს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გულითადი მხარდამჭერის გარდაცვალების გამო“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომელიც სენატში რესპუბლიკურ პარტიას 1977-2013 წლებში წარმოადგენდა, გუშინ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი სახელობისაა საქართველოში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner