logo_geo
eng_logo
ჰაიტიზე აშშ-ის საელჩოსთან სროლა იყო
- +

29 აპრილი. 2019. 22:43

 

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში აშშ-ის საელჩოსთან სროლა იყო. ამის შესახებ გამოცემა BNO News აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

 

უწყების ინფორმაციით, სროლა საელჩოს უკანა შესასვლელთან ისმოდა. სახელმწიფო დეპარტამენტი „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდის მეშვეობით მოუწოდებს ყველას, ვინც საელჩოსკენ მიემართებოდა ან მის მახლობლად იმყოფებოდა, უსაფრთხო ადგილზე გადაინაცვლონ.

 

უცნობია, იყო თუ არა სროლის სამიზნე საელჩოს შენობა. მსროლელის ვინაობისა და მომხდარის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner