ვეროკომისიასთან ხანგრძლივი კამათის შემდეგ Mastercard და Visa შეთანხმდნენ, რომ ტურისტების მიერ საბანკო ბარათით გადახდილ თანხას ევროკავშირში შემცირებული საკომისიო ჩამოეჭრება. ამის შესახებ BBC წერს.
ამიერიდან საკრედიტო ბარათების კომპანიები მოვაჭრეებს დაახლოებით 40%-ით დაბეგრავენ, ვიდრე ეს არაევროკავშირის წევრი საკრედიტო და სადებეტო ბარათით გადახდებისას არის.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ევროპელი მოვაჭრეებისთვის ბიზნესის კეთების პროცესის გამარტივებაა.
შეთანხმების პირობების თანახმად, Mastercard და Visa არაევროკავშირის წევრი ქვეყნის დებეტური ბარათით ევროკავშირის ქვეყნების მაღაზიებში გადახდებს 0.2%-ით, ხოლო გარე სავაჭრო ობიექტებში საკრედიტო ბარათით გადახდებს 0.3%-ით დაბეგრავს.