logo_geo
eng_logo
ლილიენ მორი პასკიე: პოზიტიური და პროგრესული იყო დემოკრატიულობის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა
- +

30 აპრილი. 2019. 11:35

 

 

„მინდა აღვნიშნო, რამდენად პოზიტიური და პროგრესული იყო დემოკრატიულობის თვალსაზრისით ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა 20 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიენ მორი პასკიემ „პირველ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მან ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავის შესახებ ისაუბრა.

 

„საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს აღნიშნავს და აქ სწორედ ამ იუბილესთვის ჩამოვედი. მინდა აღვნიშნო რამდენად პოზიტიური და პროგრესული იყო დემოკრატიულობის თვალსაზრისით ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა ამ 20 წლის განმავლობაში. იყო რეფორმები მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების სფეროში, სადაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეთ. ეს ერთობლივი საქმიანობის შედეგიცაა.

 

საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც ევროსაბჭოს აქვს, მჭიდროდ თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან, გრეკოსთან, საპარალამენტო ასამბლეასთან. ძალიან კონსტრუქციული ძვრები მოხდა დემოკრატიის თვალსაზრისით. საქართველო არის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი და ნოემბრიდან მაისამდე ის  თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა საქართველოსთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ამ პოზიციას იკავებს. ჩვენ ღირებულებებს უფრო გაესმევა ხაზი. ეს თანამშრომლობა გრძელდება და ყველა წევრ ქვეყანას აქვს საშუალება, რომ თავისი პრიორიტეტები წამოწიოს წინ. რა პრიორიტეტები ექნება საქართველოს, სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში ვაპირებ ამის გაგებას“, - განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ.

 

ლილიენ მორი პასკიემ ასევე ისაუბრა საქართველოს მთავარი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

 

„ძალიან დიდი ძვრები იყო დემოკრატიის თვალსაზრისით. პარლამენტის როლის გაძლიერება და მისი ორგანიზაციულობა – ეს ყველაფერი უფრო იხვეწება. 2024 წლისთვის იქნება მორიგი საპარლამენტო არჩევნები, პარლამენტი სრულად პროპორციული წესით აირჩევა და ეს მნიშვნელოვანი პროგრესია.

 

მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივი რეფორმებიც. ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივად გრძელდება, ყოველთვის არის საშუალება, რომ რაღაცის გაუმჯობესება მოხდეს. ჩვენ ყველა სფეროში ვთანამშრომლობდით. ევროსაბჭო შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ნანგრევებზე და ის შეიქმნა იმისათვის, რომ დაეცვა დემოკრატია ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. იქითა კვირაში არის საზეიმო თარიღი, საბჭო 70 წლის ხდება და ეს ჩვენს ღირებულებებს კიდევ უფრო უსვამს ხაზს. საქართველოს თავმჯდომარეობისთვის ეს ორმაგი ზეიმია“, - განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner