logo_geo
eng_logo
მანანა არჩვაძე-გამსახურდია: ზვიადმა მითხრა, შენ რომ არა, ჩემი და მერაბის ძვლებიც კი არ იქნებოდაო
- +

28 მაისი. 2016. 12:11


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ „იბერიას" ეთერში ისაუბრა, თუ როგორ მოაწერა ხელი დამოუკიდებლობის აქტს. მისი თქმით, ეს იყო ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილება.


„ნამდვილად არ მიფიქრია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელს მოვაწერდი. როდესაც დაიწყო ხელმოწერები, ზვიად გამსახურდიამ გამიყვანა თავისთან კაბინეტში და მითხრა, რომ მთელი ცხოვრება შეეწირე ამას და რამდენი წვალება და ტანჯვა გაქვს გადატანილი, შენ რომ არა, ჩემი და მერაბის ძვალიც აღარ იქნებოდა ახლა, ამიტომ მე საჭიროდ ვთვლი, რომ შენც მოაწერო ხელი დამოუკიდებლობის აქტსო", - ამბობს მანანა არჩვაძე-გამსახურდია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner