logo_geo
eng_logo
პარლამენტში გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურის მოსმენა 2-3 მაისისთვის იგეგმება
- +

30 აპრილი. 2019. 12:02

 

 

საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მოსმენა 2-3 მაისისთვის იგეგმება.

 

ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„მინისტრის საათის“ ფორმატში ხუთშაბათს დაგეგმილია საქართველოს მთავრობის წევრის, ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლა; პარასკევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს ვახტანგ გომელაური წარადგენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner