არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოაშკარავდა, თუ რატომ არ აძლევენ „რესპები" ხმას კონსტიტუციურ ცვლილებებს ოჯახის დეფინიციის განმარტებასთან დაკავშირებით.
„დღეს გამოაშკარავდა, თუ რატომ არ აძლევენ „რესპები" ხმას კონსტიტუციურ ცვლილებებს ოჯახის დეფინიციის განმარტებასთან დაკავშირებით, თამარ კორძაიამ თქვა -ამის მერე დაგვიწესებთ, დღეში რამდენჯერ უნდა გვქონდეს სექსიო.
ამოვისუნთქე, როგორც იქნა გავიგე მათი პროტესტის მიზეზი. ქალბატონო თამარ, რამდენიც გინდა, იმდენჯერ დაკავდით სექსით, რადგან ფროიდის განმარტებით, სექსის არქონა ადამიანის აგრესიას იწვევს. იქნებ დარჩენილ „რესპებსაც" უთხრათ, დაკავდნენ სექსით. იქნებ გაქრეს თქვენში აგრესია", - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე „facebook"-ზე.